“მადლობა ღმერთს, ვვითარდებით და მეოთხე წელია, უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს” – ლევან მაჭავარიანი

“მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

„რადიკალურ ოპოზიციას რა თქმა უნდა ურჩევნია, რომ რაღაცა მოგონილი საბაბებით ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ იმიტომ, რომ იციან რომ მათი რეიტინგი თუ რაღაცას წარმოადგენდა საპარლამენტო არჩევნების დროს და პატარა შედეგს მიაღწიეს, 61 მანდატი ცოტა არ არის ნამდვილად.

იციან, რომ რადიკალურად არის შემცირებული მათი რეიტინგი, ვინაიდან გაუწბილეს იმედები თავიანთ ამომრჩეველს პარლამენტში მუშაობაზე უარის თქმით, კიდევ მეტი დესტრუქცია შემოიტანეს, ღიად საუბრობენ, რომ მათ ამოცანას წარმოადგენს, რადგან ვერ მოახდინეს რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში, ახლა ისინი ზრუნავენ რომ ქვეყანაში გამოიწვიონ ეკონომიკური დესტაბილიზაცია. მათი ამომრჩეველი ამას რომ უსმენს, ფიქრობს ვის მივეციო ხმა, რად მინდა ქვეყანაში ეკონომიკური დესტაბილიზაცია.

მადლობა ღმერთს, ვვითარდებით და მეოთხე წელია, უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს და 2028 რა დაპირებაც გვაქვს, აუცილებლად შევასრულებთ იმას, რომ უმუშევრობა და სიღარიბე იქნება 4%-ზე ნაკლები ამ ქვეყანაში”, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები