ევროკავშირი ბოლო დღეების განმავლობაში სირიაში ძალადობაზე შეშფოთებას გამოთქვამს

ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია ბოლო დღეების განმავლობაში სირიაში ძალადობით, რომელმაც მსხვერპლთა დიდი რაოდენობა გამოიწვია, მათ შორის დაიღუპა ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე, – ამის შესახებ ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარდამჭერების შეიარაღებული დაჯგუფებების თავდასხმებს უსაფრთხოების ძალებზე. ასევე, ყველაზე მკაცრი ფორმით ვგმობთ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ჩადენილ საშინელ დანაშაულებს, მათ შორის სიკვდილით დასჯას, რომელთა უმეტესობაც, სავარაუდოდ, ჩადენილია შეიარაღებული ჯგუფების მიერ, რომლებიც მხარს უჭერენ გარდამავალი ხელისუფლების უსაფრთხოების ძალებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირი მოუწოდებს სწრაფი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებისკენ.

„ჩვენ მივესალმებით გარდამავალი ხელისუფლების მიერ აღებულ ვალდებულებებს, კერძოდ, საგამოძიებო კომიტეტის შექმნას, რათა დამნაშავეებს პასუხი მოეთხოვოთ საერთაშორისო სამართლის სტანდარტების შესაბამისად.
ევროკავშირი მოუწოდებს სწრაფი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირი მიესალმება 10 მარტს გარდამავალ ხელისუფლებასა და სირიელი ქურთების დაჯგუფებას შორის მიღწეულ შეთანხმებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები