გურამ მაჭარაშვილი – ზურაბიშვილი ღალატის სიმბოლოა, ისევე როგორც „ნაცმოძრაობა“

„კარგი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერი იქნება, რადგან ერთმანეთთან თავსებადი არიან,”- ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ღალატის სიმბოლოა, ისევე როგორც „ნაცმოძრაობა“.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უკვე ვიხილეთ ლგბტ ქოლგის ქვეშ, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ეჭირა ხელში, თუმცა მოგვიანებით რა შედეგითაც დაასრულეს, კი ვნახეთ. მომხრე ვარ, რომ მზეთუნახავი სააკაშვილი, თუ მზის შემხედვარე სალომე ზურაბიშვილი ერთად დადგებიან და მათი ლიდერი უნდა იყოს. კი ბატონო, ეს ძალიან კარგი იქნება. ეს არის ის ადამიანი, ვინც არც ქართული იცის, არც ქართულად აზროვნებს, არც ტრადიციების მომხრეა და ლგბტ დროშას ხელიდან არ უშვებს. თანახმა ვიქნებით, თუ ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერი იქნება, რადგან მეტის ღირსი არ არიან. ეს არის ადამიანი, რომელიც ქვეყანას საჯაროდ ღალატობს. ეს ადამიანი ღალატის სიმბოლოა ისევე, როგორც „ნაცმოძრაობა“. ისინი ერთმანეთთან თავსებადი არიან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები