მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტს შეხვდა

გაეროში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტს, ფილემონ იანგს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს წარმატებულ ჩართულობაზე გაეროს და მისი ინსტიტუტების საქმიანობაში.

“მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მხარდაჭერა ორგანიზაციის პრიორიტეტების იმპლემენტაციის პროცესში, რაც გაეროს ქარტიის ღირებულებების და პრინციპების დაცვას, მშვიდობის უზრუნველყოფას, კეთილდღეობას და მდგრად განვითარებას გულისხმობს. კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მხარდაჭერა ორგანიზაციის მიერ, გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების გაძლიერების ხელშეწყობისკენ გადადგმული ნაბიჯების მიმართ. მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. მაკა ბოჭორიშვილმა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ყურადღება გამახვილდა გენერალურ ასამბლეაზე „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები