მაკრონმა 30-მდე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურებს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების დაგეგმვისკენ მოუწოდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში შეკრებილი 30-მდე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურებს მოუწოდა, შეიმუშაონ გეგმა, რომელიც უკრაინისთვის „უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს“ განსაზღვრავს.
“უნდა ვიმოქმედოთ თუ არა გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისთვის და რა მიზნით?,- ფრანგული მედიის ცნობით, ეს არის ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც ევროპარლამენტარები დღეს უპასუხებენ, როდესაც განიხილავენ რეზოლუციის შუამდგომლობას უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ.
მედიის ცნობით, რეზოლუციის შუამდგომლობა მოუწოდებს ევროკავშირს, ნატო-ს და სხვა მოკავშირე ქვეყნებს, განაგრძონ და გაზარდონ უკრაინის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა რუსული აგრესიის ფონზე.
მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ „სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარებასთან დაკავშირებით“ აუცილებელია „კონცეფციიდან გეგმაზე გადასვლა“, რათა განისაზღვროს უსაფრთხოების საიმედო გარანტიები, რაც უკრაინაში მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას შესაძლებელს გახდის.
შეხვედრაზე ასევე განიხილება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, ფრანგი ჯარისკაცების ყოფნა უკრაინის მიწაზე სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში და რუსული გაზის იმპორტი ევროკავშირის ქვეყნების მიერ.
როგორც ფრანგული მედია წერს, უკრაინაში მშვიდობის გარანტიის მიცემის მსურველი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მეთაურების შეხვედრა მაკრონის ინიციატივით გაიმართა.