აშშ-ის განათლების დეპარტამენტი თანამშრომელთა შემცირებას გეგმავს
აშშ-ის განათლების დეპარტამენტი თანამშრომელთა რაოდენობის განახევრებას გეგმავს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
მასობრივი გათავისუფლება გავლენას მოახდენს 2100-მდე ადამიანზე, რომლებსაც შვებულებაში გაუშვებენ 21 მარტიდან.
როგორც “ბიბისი” წერს, ტრამპი დიდი ხანია ცდილობს, დეპარტამენტის აღმოფხვრას, მაგრამ ასეთი ქმედება კონგრესის თანხმობას მოითხოვს.
მისი თქმით, შემცირება გავლენას მოახდენს დეპარტამენტის ყველა განყოფილებაზე და გაკეთდა იმისათვის, რომ “უკეთესად მოემსახუროს სტუდენტებს, მშობლებს, მასწავლებლებს და გადასახადის გადამხდელებს”.
მედიის ცნობით, ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციამ და ქვეყნის ყველაზე ძლიერმა საგანმანათლებლო გაერთიანებამ, განყოფილების შემცირების განცხადება დაგმო.
”განათლების დეპარტამენტში ძალის მასიური შემცირება არის თავდასხმა შესაძლებლობებზე, რომელიც შეაფერხებს სააგენტოს და მის უნარს, მხარი დაუჭიროს სტუდენტებს, ჩააგდებს ფედერალურ საგანმანათლებლო პროგრამებს ქაოსში, მთელი ქვეყნის მასშტაბით,” – თქვა კავშირის პრეზიდენტმა, რენდი ვაინგარტენმა.