თეთრი სახლის პრესსპიკერი – ტრამპი არის მთავარი მომლაპარაკებელი და თავის ადგილზე დააყენა ზელენსკი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ადგილზე დააყენა და ამით უთხრა, რომ ვაშინგტონი სერიოზულად უყურებს უკრაინაში გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებას,- ამის შესახებ განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა.
„ტრამპი არის მთავარი მომლაპარაკებელი და თავის ადგილზე დააყენა ზელენსკი. უთხრა, რომ ამერიკელები სერიოზულად უყურებენ გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებას. ჩვენ ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვართ იმით, რომ ეს გარიგება დღეს დასრულდა. ვიმედოვნებთ, რომ ეს გაგრძელდება ხანგრძლივ და მარადიულ მშვიდობაში გადაიზრდება – ეს არის პრეზიდენტი ტრამპის მიზანი და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას“, – თქვა მან.
ამავდროულად, ლევიტმა აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია რუსეთის რეაქციის შესახებ, ჯიდაში განხილულ აშშ-უკრაინის შეთანხმებებზე.
„არ ვარ ინფორმირებული, რა რეაქცია ჰქონდა რუსეთს. მე ვიცი, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი ძალიან ბევრს მუშაობენ ამაზე. პრეზიდენტი არის პროცესში ძალიან ჩართული. ის დღეს მთელი დღის განმავლობაში ეცნობა საუდის არაბეთში არსებულ ვითარებას“, – დასძინა მან.