ტრამპის თქმით, მიმდინარე კვირაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პუტინთან საუბარს გამართავს

იმედი მაქვს, პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში შეერთებული შტატებისა და უკრაინული დელეგაციების მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ის მიმდინარე კვირაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გაესაუბრება.

„უკრაინა. ცეცხლის შეწყვეტა. ცოტა ხნის წინ შევთანხმდით ამაზე. ახლა რუსეთთან უნდა მივიდეთ და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი პუტინი, ასევე, დათანხმდება ამას და შევძლებთ ამ საშინელი ომის დასრულებას.

ეს ცეცხლის სრული შეწყვეტაა. უკრაინა დათანხმდა ამას და იმედი მაქვს, რომ რუსეთიც დათანხმდება. მათ შევხვდებით დღეს მოგვიანებით და ხვალ. და იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები