აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში კვლავ მიიწვევს.
კერძოდ, ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაპატიჟებული თეთრ სახლში, ტრამპმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, აბსოლუტურად“.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების თანახმად, უკრაინა მზად არის შუალედური 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, ხოლო აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას.