დიდ ბრიტანეთში, იორკშირის სანაპიროსთან კვლავ იწვის ნავთობის ტანკერი, რომელსაც თვითმფრინავის საწვავი გადაჰქონდა და სატვირთო გემი, რომელსაც მაღალი ტოქსიკური ქიმიკატები გადაჰქონდა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
აფეთქება ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს ქმნის.
სანაპიროს დაცვის განცხადებით, ეკიპაჟის ერთი წევრი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და ძებნა შეწყვეტილია.
სანაპირო დაცვის დივიზიის მეთაურმა, მეთიუ ატკინსონმა განაცხადა, რომ 36 ადამიანი გადაარჩინეს, ერთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი თქმით, დაკარგული ეკიპაჟის წევრი პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი Solong-ის ბორტზე იმყოფებოდა.
”ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი სიტუაცია. მადლობას ვუხდით სასწრაფო დახმარების სამსახურებს სწრაფი რეაგირებისთვის. მე ვიცი, რომ ტრანსპორტის დეპარტამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს სანაპირო დაცვასთან სწრაფი რეაგირებისთვის”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ თვითმფრინავის საწვავმა ჰამბერის შესართავთან ზღვაში გაჟონა, გარემოსდაცვითი ზიანის შეფასება ჯერ კიდევ გრძელდება.
როგორც მედია იუწყება, ნავთობი და თვითმფრინავის საწვავი პრობლემას წარმოადგენს, რადგან აალებადია, ასევე არის ორთქლი და ტოქსინები.