დავით მათიკაშვილი: სააკაშვილმა კარგად იცის, რომ ვიდრე ეკლესია ძლიერია, უცხოურ ძალებს საქართველოში არანაირი შანსი არ აქვთ, თავიანთი ინტერესები გაატარონ
“სააკაშვილმა კარგად იცის, რომ ვიდრე ეკლესია ძლიერია და სულიერი ღირებულებები მაღალ თამასაზეა, უცხოურ ძალებს საქართველოში არანაირი შანსი არ აქვთ”,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხარო მოცემულობაა, რომ ეს ადამიანი საქართველოს პრეზიდენტი იყო.
„მეხუთე კოლონის გამორჩეულმა ლიდერმა, სააკაშვილმა კარგად იცის, რომ ვიდრე ეკლესია ძლიერია და სულიერი ღირებულებები მაღალ თამასაზეა, უცხოურ ძალებს საქართველოში არანაირი შანსი არ აქვთ, თავიანთი ინტერესები გაატარონ, შიდა საქმეებში ჩაერიონ და საქართველო პროქსი ქვეყნად აქციონ. სააკაშვილის საქმიანობას რომ გადახედოთ, ნახავთ, მუდმივად ანტიქართული და ანტიეკლესიური ქმედებებით გამოირჩეოდა. დღესაც, ტრადიციას არ ღალატობს და არარსებული, თითიდან გამოწილი მიზეზებით პროცესს რუსულს უწოდებს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ეს მისი სახეა. ეს განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმის, რას ნიშნავს, უცხო ქვეყნის აგენტი იყო. სამწუხარო მოცემულობაა, რომ ეს ადამიანი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყო“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.