ირაკლი ზარქუა: იმდენად სძულთ ყველაფერი ქართული, რომ ლაშა ტალახაძეც კი სანქცირებულთა სიაში ჩააწერინეს
იმდენად სძულთ ყველაფერი ქართული, რომ ლაშა ტალახაძეც კი სანქცირებულთა სიაში ჩააწერინეს, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ ლაშა უმრავლესობის წევრების სანქცირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„იმდენად სძულთ ყველაფერი ქართული, რომ მე კარგი, პოლიტიკაში ვარ, ლაშა ტალახაძეც კი სანქცირებულთა სიაში ჩააწერინეს. ჯაფარიძე ჩახდილი, მადამ ფრანცუჟენკა, დანარჩენი კიდევ, თაღლითები, კიდევ ვაშაძე – 20 იანვრამდე უნდოდათ დაესრულებინათ საქართველოს ამბავი“, – აღნიშნა ზარქუამ.