კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა საქართველოში ფილიპინების რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა საქართველოში ფილიპინების რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩს, ჰენრი სადიქ ბენსურტოს შეხვდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობით შეხვედრაზე განიხილეს კულტურის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
მინისტრის მოადგილემ ახალ ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები