თინა ბოკუჩავა: ,,ნაცმოძრაობის“ სახელით შემიძლია ვთქვა, რომ არანაირ არჩევნებში მონაწილეობას არ აქვს აზრი
„ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შემიძლია ვთქვა, რომ არანაირ არჩევნებში მონაწილეობას არ აქვს აზრი, თუ ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც ითვლის”,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია ახალი, სამართლიანი თამაშის წესები, რათა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები.
„თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არის კითხვები. ამაზე უკვე ვისაუბრე არაერთხელ. „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ არჩევნებში მონაწილეობას არ აქვს აზრი, თუ ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც ითვლის. ივანიშვილის სისტემა ასეა მოწყობილი და ეს გვაჩვენა, მათ შორის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა. მოქალაქეთა უმრავლესობამ დემოკრატიულ, პროევროპულ ძალებს გამოუცხადეს ნდობა, მაგრამ ივანიშვილმა მაინც სხვა ციფრები დაწერა და მიიტაცა საარჩევნო შედეგი. ამიტომ, აუცილებელია ახალი, სამართლიანი თამაშის წესები, რათა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, სადაც აისახება ქართველი ხალხის თავისუფალი ნება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.