“დიდად ვწუხვართ ბატონი ნუგზარის გარდაცვალების გამო; ბაგრატიონთა დიდებული გვარის გამორჩეული წარმომადგენელი დღეს განსასვენებელს სვეტიცხოვლის დედა ეკლესიაში ჰპოვებს” – პატრიარქი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ნუგზარ ბაგრატიონის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
სამძიმრის წერილს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
“დიდად ვწუხვართ ბატონი ნუგზარის გარდაცვალების გამო. ბაგრატიონთა დიდებული გვარის გამორჩეული წარმომადგენელი დღეს განსასვენებელს სვეტიცხოვლის დედა ეკლესიაში ჰპოვებს.
ვემშვიდობებით განსაკუთრებულ პიროვნებას, წარმომავლობის გამო საუკუნეთა სიღრმედან უხილავად თითოეულ ჩვენგანთან დაკავშირებულს… და შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკვართ მომადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა, რადგან ლოცვითი შეწევნა ყველასათვის და, პირველ რიგში, იმქვეყნად ახლადდამკვირებულთათვის, ფრიად საჭიროა და მნიშვნელოვანი”, – წერია სამძიმრის წერილში.