დავით სონღულაშვილი: შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი ცენტრალური აზიის ქვეყნებია და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება

შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი ცენტრალური აზიის ქვეყნებია, ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა უზბეკეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო აგრო-სასურსათო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი უზბეკეთში და შესაბამისად, ჩვენი გამოცდილებების გაზიარება გარემოს დაცვის მიმართულებით. პოტენციალი საკმაოდ დიდია. მოგეხსენებათ, რომ შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი ცენტრალური აზიის ქვეყნებია და ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება“, – აღნიშნა სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები