ირაკლი ქარსელაძე – უზბეკეთში ვიზიტზე: პერსპექტივები კიდევ უფრო საინტერესოა გამომდინარე იმ ახალი შესაძლებლობებიდან, რაც შუა დერეფნის განვითარების ჭრილში კიდევ უფრო დაგვაახლოებს
შუა დერეფნის განვითარების ჭრილში პერსპექტივები კიდევ უფრო საინტერესოა. ეკონომიკური კომისიის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები, რაც არის საინტერესო ფორმატი ახალ შესაძლებლობებზე საუბრისთვის, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პერსპექტივები კიდევ უფრო საინტერესო არის გამომდინარე იმ ახალი შესაძლებლობებიდან, რაც დერეფნის განვითარების ჭრილში კიდევ უფრო დაგვაახლოებს და გააღრმავებს არსებულ თანამშრომლობას. გარდა ამისა, დაგეგმილია ეკონომიკური კომისიის ფარგლებში შეხვედრები და, ბუნებრივია, ეს არის კარგი შესაძლებლობა და ძალიან საინტერესო ფორმატი ახალ შესაძლებლობებზე საუბრისთვის“, – აღნიშნა ქარსელაძემ.