იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარედ რუსუდან კოხოძე დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარედ რუსუდან კოხოძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსუდან კოხოძე პროფესიით სამართალმცოდნეა. მას აქვს სამართლისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით საჯარო სამსახურში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.

რუსუდან კოხოძეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარედ დანიშვნამდე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობა ეკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები