თბილისში, მდინარე მტკვარში მომხდარი შემთხვევის დეტალებზე, რა დროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მუსელიანი საუბრობს.
მისი განმარტებით, ავტომობილი, დაახლოებით, 17 მეტრის სიღრმეზე იქნა ნაპოვნი.
“მეხანძრე-მაშველ მყვინთავების მიერ, დაახლოებით, 17 მეტრის სიღრმეზე ნანახი იქნა ავტომობილი. განხორციელდა სამაშველო ღონისძიება ავტომობილის ამოყვანასთან დაკავშირებით. ავტომობილში ნანახი იქნა მამაკაცის ცხედარი. ვინაობა, ჯერჯერობით, არ ვიცით, ამას დააზუსტებს პოლიცია.
რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ღონისძიება, საკმაოდ რთული ღონისძიება იყო, ვინაიდან ავტომობილი 17 მეტრ სიმაღლეზე იყო ჩავარდნილი. მეხანძრე- მაშველებმა მყვინთავებმა ეფექტურად იმუშავეს და მოხდა ავტომობილის ამოყვანა წყლის ზედაპირზე”, – განაცხადა ლევან მუსელიანმა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.