“ხალხმა უნდა იცოდეს, რა თანხა შემოდის და რა თანხით ხდება მანიპულირება იმისათვის, რათა ვიღაცამ, ბრიუსელში იქნება თუ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა წერტილში, თავისი ინტერესი გაატაროს” – ვოლსკი

”ხალხმა, ოპოზიციაშია თუ უმრავლესობის მხარდამჭერია, უნდა იცოდეს, რა თანხა შემოდის და რა თანხით ხდება მანიპულირება იმისათვის, რათა ვიღაცამ სადღაც, ბრიუსელში იქნება თუ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა წერტილში, თავისი ინტერესი გაატაროს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ფარას“ ანალოგზე საუბრისას განაცხადა.

„თუკი მედია ემსახურება გარკვეული ფულის, რესურსისა და ზეგავლენის სანაცვლოდ გარე ინტერესს და ეს გარე ინტერესი გულისხმობს საქართველოს სტაბილურობის შერყევას, რევოლუციის განვითარებას, ქვეყნის დამარცხება, ეკონომიკურ რეცესიას, რასაკვირველია ამასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომები უნდა იყოს მიღებული, მაგრამ ამ ზომების სათავეში უნდა იდგეს ევროპული სტანდარტი, რომელიც გააჩნია ბრიტანეთს“, – აღნიშნა  ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ამერიკული „ფარას“ ანალოგის განხილვას საქართველოს პარლამენტი მომდევნო კვირას იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები