საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია სერბ კოლეგებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია სერბ კოლეგებს შეხვდა. – ინფორმაციას პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ავრცელებს.

,,საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და კომიტეტის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე სერბეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სერბეთს შორის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე არსებული თანამშრომლობა, აგრეთვე, ამ მხრივ ორივე ქვეყნის დღის წესრიგი. ლევან მახაშვილმა გამოხატა სერბეთის მრავალწლიანი გამოცდილების შესწავლის და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების ინტერესი.

მხარეები აგრეთვე ისაუბრეს საქართველოსა და სერბეთში მიმდინარე მოვლენებზე, სამხრეთ კავკასიის, შავი ზღვის და ბალკანეთის რეგიონებში განვითარებულ პროცესებზე, აგრეთვე, ორი ქვეყნის პარლამენტების გეგმებზე. შეთანხმდნენ საერთო ინტერესის მქონე საკითხების შესახებ საპარლამენტო საქმიანობის კოორდინირებაზე.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ალბანეთში დედაქალაქ ტირანაში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების 21-ე კონფერენციის (COSAP) ფარგლებში იმყოფება”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები