არჩილ გორდულაძე: 2020 წლის არჩევნებზე „დიფ სთეითის“ მიერ დაფინანსებულმა „ისფედმა“ გააყალბა პარალელური ხმის დათვლის შედეგები, რითაც ცდილობდა ქართველი ხალხის ნება ამოეყირავებინა

„2020 წლის არჩევნებზე, USAID-ის მიერ დაფინანსებულმა „ისფედმა“, ანუ „დიფ სთეითის“ მიერ დაფინანსებულმა „ისფედმა“ გააყალბა პარალელური ხმის დათვლის შედეგები, რითაც ცდილობდა მთელი დისკრედიტაცია მოეხდინა და ამოეყირავებინა ქართველი ხალხის ნება,“ – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი ხელისუფლებაში არ ყოფილიყო, რათა „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობა ჰქონდა ქართველ ხალხთან ერთად გაებედა და „დიფ სთეითისთვის“ დამაჯერებელი უარი ეთქვა, ეთქვა ის უარი, რომელიც 2022 წლის 25 თებერვალს თქვა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ სანქციებში საქართველო არ ჩაერთვებოდა და არც მოხალისეებს გააგზავნიდა. პარლამენტის თავმჯდომარემაც კელი დეგნანთანაც იგივე გაიმეორა. იმიტომ, რომ ჩვენ ვბედავთ და მავანს ვეუბნებით უარს, ამის გამო ვისჯებით.

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ყველაზე ძლიერ ძალებს შევბედოთ უარი, იმიტომ, რომ ეს უარი ისევ და ისევ ქართველი ხალხისთვის არის უმნიშვნელოვანესი როგორც ეკონომიკის, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები