იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: ეს ადამიანები პოლიტიკური პარტიები არ არიან, აგენტურული წარმონაქმნებია, შესაბამისად, მათი გეგმა საზოგადოებისთვის მიუღებელია
“ეს ადამიანები პოლიტიკური პარტიები არ არიან, აგენტურული წარმონაქმნებია, შესაბამისად, მათი ნააზრევი და გეგმა საზოგადოებისთვის მიუღებელია”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებზე საუბრისას განაცხადა.
„პოლიტიკური პროექტები და არა პარტიები რას იტყვიან, ეს საინტერესო არ არის, რადგან ამ ადამიანებს არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ, მათ სრული კრახი განიცადეს, რაც დამსახურებული იყო, რადგან სინამდვილეში, აგენტურული ჯგუფი არიან და არანაირ პოლიტიკურ პარტიებს არ წარმოადგენენ. ამიტომ, ამ ადამიანების გეგმების შეფასება საინტერესო არ არის, მათ საკუთარი აგენტურის გარდა, არავინ არ უსმენს. ეს ადამიანები არ არიან პოლიტიკური პარტიები, აგენტურული წარმონაქმნები არიან. შესაბამისად, მათი ნააზრევი და გეგმა საზოგადოებისთვის მიუღებელია”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.