შტეფენ კოტრე: სრულიად მკაფიოა სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში არალეგალური ჩარევა – ვხედავთ ევროკავშირის პოლიტიკოსების მცდელობას, პოლიტიკურ ვითარებაზე იქონიონ გავლენა, ეს არალეგალურია

რა თქმა უნდა, სრულიად მკაფიოა სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში არალეგალური ჩარევა. ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის პოლიტიკოსების მცდელობას, პოლიტიკურ ვითარებაზე იქონიონ გავლენა, ეს არალეგალურია, უკანონო ქმედებაა, – ამის შესახებ ბუნდესტაგის დეპუტატმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა შტეფენ კოტრემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ როგორ აფასებს შიდა პოლიტიკურ ჩარევებს, მათ შორის, მიხაილ როთის საქართველოში განხორციელებულ ვიზიტებს.

მისივე თქმით, ყველა სახელმწიფოს, ყველა ნაციას, ყველა ერს აქვს უფლება საკუთარი მომავალი თავად ჩამოაყალიბოს.

„როდესაც საქართველოში უცხო პოლიტიკოსები გამოჩნდებიან, ვხედავთ, ეს ყველაფერი არ არის წესიერი, ასეთი საქმეები არ შეიძლება გაკეთდეს, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება წესებს. ხოლო ის, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს ასეთმა ქცევამ, ჩვენ უკვე 2014-ში დავინახეთ უკრაინის შემთხვევაში. ასეთი ჩარევა ახდენს დესტაბილიზაციას სახელმწიფოებისა და მთავრობების და შესაბამისად, ასეთი ჩარევები ძალიან საშიშია. ჩვენ აქ ვხედავთ, განვიცდით და ვიცით, რომ ყველა ერს უნდა ჰქონდეს საკუთარი გზით სვლის საშუალება. თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ ევროკავშირს შეუერთდეს, კი ბატონო, უნდა შეუერთდეს და თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ არ გახდეს ევროკავშირის წევრი, მაშინ არ უნდა გახდეს – საქართველოს გადასაწყვეტია. დღესდღეობით კი ვხედავთ, რომ ჩვენ არ გვინდა ასეთი გავლენა ვიქონიოთ. ყველა ერმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს. ეს არ საჭიროებს შეფასებას შემდეგში იმიტომ, რომ ყველაფერი გასაგებია და მკაფიოა. ჩვენ, სამწუხაროდ, დავინახეთ, რომ ძალიან ბევრი ფული ბანდდება სწორედ ასეთი ზეგავლენის მოხდენაში. ხდება ძალიან ბევრი ფულის ინვესტირება და რა თქმა უნდა, ეს ხელს უწყობს დესტაბილიზაციის სტრატეგიებს და სრულიად მცდარი გზაა ევროპისკენ მიმავალი. ჩვენ ამაზე უარს ვამბობთ. საქართველოს უნდა ჰქონდეს საკუთარი გეზით ცვლის საშუალება“, – აღნიშნა შტეფენ კოტრემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები