ტრამპი ამბობს, რომ წიაღისეულის შეთანხმება უკრაინას “ბრძოლის უფლებას აძლევს”

უკრაინა $350 მილიარდს, ბევრ სამხედრო შეიარაღებასა და ბრძოლის გაგრძელების უფლებას მიიღებს,- ასე უპასუხა ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კითხვას, თუ რას რას მიიღებს უკრაინა მინერალებზე შეთანხმებაზე ხელმოწერით.

ტრამპმა თქვა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის მინერალების საბადოებზე წვდომას იმ სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, რომელიც აშშ-მა გასცა.

“ჩვენ გვინდა, რომ ეს ფული დავიბრუნოთ. ჩვენ ვეხმარებით ქვეყანას ძალიან დიდი პრობლემის გადალახვაში. ამერიკის შეერთებული შტატების, მისი ფულისა და სამხედრო აღჭურვილობის გარეშე, ეს ომი ძალიან მოკლე დროში დასრულებული იქნებოდა”,- აღნიშნა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები