შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ახალქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო მასალის უკანონო სამარხი აღმოაჩინეს და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ ამოღებულია ტანკის 128 ჭურვი, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის 3969 ამფეთქი დეტონატორი და 15 480 ამფეთქი ზამბარა. საბრძოლო მასალის წარმომავლობის და მფლობელის ვინაობის დასადგენად ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=7QLTNo4lFaw” width=”560″ height=”315″]