ლევან მგალობლიშვილი: დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ჩვენი დროებით დევნილი მოქალაქეების დასახმარებლად აფხაზეთის მთავრობაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა ქვეყანაში დიდთოვლობის შედეგად შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს. – ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

ლევან მგალობლიშვილის დავალებით და მისივე ხელმძღვანელობით, მთავრობაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში მინისტრები, მათი მოადგილეები და მრჩევლები შედიან.

სამუშაო ჯგუფის წევრები უკვე გაემგზავრნენ სამეგრელო ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში, სადაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებულად განახორციელებენ დროებით დევნილი მოსახლეობის განსახლების ადგილებში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების იდენტიფიცირებასა და მასზე მყისიერ რეაგირებას მოახდენენ.

„ქვეყანაში არსებული რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის და აფხაზეთის მთავრობის ცხელ ხაზზე, 143-ზე, შემოსული შეტყობინებებიდან გამომდინარე მოვიწვიე მთავრობის საგანგებო სხდომა. დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ჩვენი დროებით დევნილი მოქალაქეების დასახმარებლად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და გავდივართ სამეგრელო ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში – იქ სადაც ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს.

ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვება ჩვენი სამუშაო ჯგუფი.

ჩემთვის უმნიშვნელოვანესია რაც შეიძლება სწრაფად იყოს უზრუნველყოფილი დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ჩვენი დროებით დევნილი მოქალაქეების უსაფრთხოება და პრობლემების ოპერატიული მოგვარება“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის მთავრობის საგანგებო სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები