სამეგრელოში თოვლის გაწმენდითი სამუშაოები ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

სამეგრელოში თოვლის გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობს. 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები, პროცესში ჩართულია გზების დეპარტამენტის ტექნიკა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, იწმინდებოდა ქალაქის და სოფლებამდე მისასვლელი გზები. რეგიონში მოქმედ საკოორდინაციო შტაბს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ხელმძღვანელობს. რეგიონულთან ერთად, ასევე შექმნილია მუნიციპალური შტაბები.

„რეგიონის მასშტაბით დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი გადაიდო რამდენიმე სკოლასა და საბავშვო ბაღში. მოქმედებს სამხარეო და მუნიციპალური ცხელი ხაზის ნომრები. ცხელი ხაზის ნომრებს შეგიძლიათ გაეცნოთ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე: https://szs.gov.ge/geo/news/show/10/3568“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები