თელავის მერი: დღე-ღამის განმავლობაში, ინტენსიურად იწმინდებოდა როგორც მთავარი, ისე შიდა საუბნო გზები, ამავე დროს, იყრებოდა ტექნიკური მარილი

“ბოლო 5 დღის განმავლობაში წარმოქმნილმა უხვმა ნალექმა და ძლიერმა ყინვამ, რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები შექმნა თელავის მუნიციპალიტეტში”,- ამის შესახებ თელავის მერი, ლევან ანდრიაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, დღისა და ღამის განმავლობაში, ინტენსიურად იწმინდებოდა როგორც მთავარი, ისე შიდა საუბნო გზები და იყრებოდა ტექნიკური მარილი.

“ამის მიუხედავად, ბოლო დღეების განმავლობაში გაუჩერებლად მუშაობდა მერიის შესაბამისი სამსახური. დღისა და ღამის განმავლობაში, ინტენსიურად იწმინდებოდა როგორც მთავარი, ისე შიდა საუბნო გზები და ამავე დროს, იყრებოდა ტექნიკური მარილი. მუნიციპალური, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან. გარკვეული შეზღუდვა იყო ასევე გომბორი-ვაზიანი-თელავის საავტომობილო გზაზე, სადაც მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებისთვის იყო დასაშვები გადაადგილება და დღევანდელი მდგომარეობით, ეს პრობლემაც მოხსნილია,” – ამბობს ლევან ანდრიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები