„როგორც ცენტრალური, ასევე მეორადი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ამ ეტაპზე ჩართულია 70 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკური საშუალება და 700-ზე მეტი თანამშრომელი,“ – ამის შესახებ ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი აცხადებს.
ბათუმის მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. როგორც ბათუმის მერმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ჩართულია 70 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკური საშუალება და 700-ზე მეტი თანამშრომელი.
„მეხუთე დღეა გადაუღებლად თოვს ქალაქ ბათუმში. როგორც საგზაო, ასევე საქალაქო ინფრასტრუქტურის და გადაადგილების კუთხით გვაქვს გარკვეული გამოწვევები. როგორც ცენტრალური, ასევე მეორადი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში“- აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.
მისივე განცხადებით, დღეს და ხვალ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
„ამ ეტაპისთვის გაწმენდით ღონისძიებებში ჩართულია 70 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკური საშუალება, ამავდროულად, 700-ზე მეტი მუნიციპალიტეტის თანამშრომელი. ყველა შესაბამისი სპეციალური უწყება და ორგანო არის ჩართული აღდგენით სამუშაოებში როგორც ინფრასტრუქტურის ნაწილში.
მიმდინარე პერიოდში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს და ხვალ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილიყო. მომდევნო დღეების განმავლობაშიც ნარჩუნდება უამინდობა და 24 საათიან რეჟიმში მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური, სპეციალური ტექნიკა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, ტექნიკური მარილი არის უზრუნველყოფილი“- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.