ოზურგეთში დიალიზის პროგრამაში ჩართული მოქალაქეები მერიას პერიოდულად კლინიკაში გადაჰყავს

ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე დიალიზის პროგრამაში ჩართული მოქალაქეების ნეფროლოგიის ცენტრში გადაყვანის პროცესს უწევს ორგანიზებას. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„დიდთოვლობის გამო, ქრონიკული პაციენტები საჭირო პერიოდულობით ნეფროლოგიისა და ჰემოდიალიზის ცენტრში გადაგვყავს, სადაც სამედიცინო მომსახურებას შეუფერხებლად იღებენ“, – განაცხადა ოზურგეთის მერის მოადგილემ.

ოზურგეთში მე-4 დღეა ინტენსიურად თოვს, რის გამოც მუნიციპალიტეტის მერია და შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ – სპეციალური ტექნიკით იწმინდება გზები, მოქალაქეებს დახმარებას უწევენ სამაშველო ჯგუფები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები