„ქართული ოცნების“ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებამ აჩვენა ის, რომ ჩვენ მშვიდობიან ქვეყანაში ვიღვიძებთ და ჩვენი ახალგაზრდები ომში არ იღუპებიან” – კირცხალია
„ქართული ოცნების“ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებამ აჩვენა ის, რომ ჩვენ მშვიდობიან ქვეყანაში ვიღვიძებთ, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ჩვენი ახალგაზრდები არ იღუპებიან ომში”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
„კარგად გახსოვთ, როგორი ზეწოლა მოდიოდა ევროპიდან და აშშ-დან. კარგად გახსოვთ ის თითოეული ეროვნული, მშვიდობაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება რაც „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა ომის [რუსეთ-უკრაინიას] დაწყების დღიდან. ზოგჯერ როგორ არაპოპულარულად ჟღერდა ეს გადაწყვეტილებები. იმ პერიოდში, როდესაც ასეთი მასობრივი შეტევა მიდიოდა ჩვენს ქვეყანასა და ხელისუფლებაზე, ჩვენ მაინც გავატარეთ ის პოლიტიკური ხაზი, რომელიც სამშვიდობო პოლიტიკას მიესადაგება და მოვედით დღევანდელ დღემდე და დღეს უკვე ვხედავთ როგორი რიტორიკაა და საითკენ იცვლება ყველაფერი“, – აღნიშნა კირცხალიამ.