ზესტაფონის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისგან ქალაქისა და სოფლის გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისგან ქალაქისა და სოფლის გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოები მეორე სვირსა და კვალითის ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის მერმა – ვასილ გველესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მოდებაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
სამუშაოებს მუნიციპალურ ტექნიკასთან ერთად კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები აწარმოებენ. როგორც მუნიციპალიტეტის მერი განმარტავს – ამ დროისთვის 8 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული ცენტრალური გზების გასაწმენდად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში”,- წერია ინფორმაციაში.