გიორგი ვოლსკი: მედია იმ სტანდარტით უნდა გაკონტროლდეს, რომელიც დაწესებულია განვითარებულ დემოკრატიებში, ეს საზოგადოებას დაეხმარება, მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, მათ შორის პოლიტიკურ სფეროში

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მედია იმ სტანდარტით უნდა გაკონტროლდეს, რომელიც განვითარებულ დემოკრატიებშია დაწესებული.

მისივე თქმით, ეს საზოგადოებას დაეხმარება, მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, მათ შორის პოლიტიკურ სფეროში.

„მედია იმ სტანდარტით უნდა გაკონტროლდეს, რომელიც დაწესებულია განვითარებულ დემოკრატიებში, თუ ეს იქნება კონკრეტული პოლიტიკური მიზნისგან დაშორებული, რასაკვირველია, ეს საზოგადოებას დაეხმარება მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, ინფორმაციაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებები მიიღოს, მათ შორის პოლიტიკურ სფეროში, არჩევნების დროს.

როცა ფეიკ ინფორმაციაზეა გადაწყობილი მედიის გარკვეული ნაწილი, მნიშვნელობა არ აქვს, როგორი პოლიტიკური გემოვნების არის, რასაკვირველია, ამას თავისი რეგულაცია სჭირდება და ეს არ გულისხმობს ხისტი ზომების გატარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატარა და ადვილად დაზიანებადი სახელმწიფოების სერიოზულ პრობლემად შეიძლება იქცეს მასიური განვითარება, ტრენდის, როცა მედია გარე ძალებს ემსახურება და გარე ძალები აფინანსებენ იმისათვის, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია შეიქმნას. სახელმწიფოს თავდაცვის აუცილებლობა აქვს, მაგრამ ეს სიტყვის თავისუფლებას არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაუპირისპირდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები