ვოლსკი – „სამშობლოს ღალატის“ მუხლზე: ძალიან ცუდი შედეგი მოაქვს, როდესაც გარკვეული ჯგუფი ერთიანდება ქვეყნის საწინააღმდეგოდ იმ სცენარით, რომელსაც გარედან აძლევენ

“ძალიან ცუდი შედეგი მოაქვს იმას, როდესაც გარკვეული ჯგუფი ერთიანდება საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ იმ სცენარით, რომელსაც გარედან აძლევენ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს.

“ეს იმდენად აშკარა გახდა თავისი ფინანსური რესურსით, თავისი ინტელექტუალური რესურსით, რომ რა საკვირველია აქტუალური გახდა ასეთი კანონპროექტის შემოტანა”, – განმარტავს ვოლსკი.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები დაინიციირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები