გიორგი ვოლსკი: საქართველოს საგანგებოდ მნიშვნელოვანი ამოცანა უდგას წინ, როგორმე, იმ ტურბულენტობას გადარჩეს, რაც უკრაინაში რუსეთის აგრესიამ გამოიწვია, ამის ერთადერთი გზა მშვიდობის დამყარებაა

“საქართველოს საგანგებოდ მნიშვნელოვანი ამოცანა უდგას წინ, როგორმე, იმ ტურბულენტობას გადარჩეს, რაც უკრაინაში რუსეთის აგრესიამ გამოიწვია, ამის ერთადერთი გზა მშვიდობის დამყარებაა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციაში ისტერიკაში არიან იმის გამო, რომ შეიძლება, მშვიდობა ისე დამყარდეს, რომ მონაწილეობა არ მიიღონ ამ პროცესში და ისევ „დიფსთეითის“ მსახურებაში იყვნენ.

„რასაკვირველია, ამ პროცესს ევროკავშირის ქვეყნებიც აჰყვებიან და დიდი კოალიცია იქნება, რომელიც ომს დაუპირისპირდება. ყველას თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ თუ საქართველოს თავისი ინტერესი აქვს, თურმე, ეს გასაკვირი ყოფილა უსამშობლო ადამიანებისთვის. ჩვენი ინტერესია, უკრაინაში ომი შეჩერდეს. ამერიკა ასეთ რეზოლუციას ამ ფორმულირებებით თვლის საჭიროდ და რუსეთი რომ აგრესორია, ეს ყველასთვის ცნობილია – დღესაც პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტია და ოკუპირებული აქვს ტერიტორიები. ოპოზიციაში ისტერიკაში არიან იმის გამო, რომ შეიძლება, მშვიდობა ისე დამყარდეს, რომ მონაწილეობა არ მიიღონ ამ პროცესში და ისევ „დიფსთეითის“ მსახურებაში იყვნენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, აშშ მოუწოდებს კიევს, რუსეთის მიერ წამოწყებული ომის სამი წლისთავზე გაერო-ში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი უკან წაიღოს და მხარი დაუჭიროს აშშ-ის პროექტს, რომელსაც მხოლოდ ერთი თანასპონსორი ჰყავს, საქართველო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები