“ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიციირებული რეზოლუციის მხარდაჭერა, მიგვაჩნია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი” – ქადაგიშვილი

“ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიციირებული რეზოლუციის მხარდაჭერა, მიგვაჩნია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიციირებული რეზოლუციის მხარდაჭერა, მიგვაჩნია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში იმიტომ, რომ საერთოდ ტენდენცია იქითკენ, რომ ეს ომი შეწყდეს, ამ ტენდენციას ყველა დონეზე სჭირდება მხარდაჭერა.

ის, რომ ომი არ შეწყდეს, ან სამშვიდობო მოლაპარაკება გადაიდოს, არ დაიწყოს, ვფიქრობ, ალბათ არის ყველაზე უფრო მძიმე რამ, რაც შეიძლება უკრაინის თავზე მოხდეს. ამიტომ, ჩვენ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, ისევე – როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში, პრინციპულად და თანმიმდევრულად ვიცავთ პოზიციას, რომ საჭირო არის მშვიდობა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველო გაეროში ამერიკის რეზოლუციის თანასპონსორია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები