მაჭარაშვილი – რუსეთ-უკრაინის ომზე: სამი წლის თავზე ყველამ კარგად ნახა, რომ ეს სპექტაკლები უნდა დამთავრდეს
“სამი წლის თავზე ყველამ კარგად ნახა, რომ ეს სპექტაკლები უნდა დამთავრდეს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.
ის იმედოვნებს, რომ, აშშ-ის დიდი როლის შესრულებით, უკრაინაში მშვიდობა აღდგება.
„სპექტაკლები, რომელსაც უწყობდნენ საზოგადოებას და რომლის მეშვეობითაც სამი წლის თავზე ჩვენ მივიღეთ სამწუხაროდ ის, რომ უკრაინაში არის დაღუპული ასი ათასობით ადამიანი, ლტოლვილი მილიონობით ადამიანი, განადგურებული ინფრასტრუქტურა და დაკარგული ტერიტორიები.
იმედი გვაქვს ჩვენ, რომ სწორედ შეერთებული შტატების დიდი როლის შესრულებით უკრაინაში მშვიდობა აღდგება“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.