დიმიტრი ხუნდაძე: რუსეთის მარცხის მოლოდინი არ გამართლდა და ნატო-ს მეტი საფიქრალი გაუჩნდა, ამ ურთულეს რეალობაში ყველაზე წინდახედული პოლიტიკა საქართველომ აწარმოა, რაც ყოველდღიურად დასტურდება

„მე-3 მსოფლიო ომის განცდით ცხოვრობს საზოგადოება,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე და უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან სამი წლისთავზე შექმნილ ვითარებას ეხმიანება.

როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, უკრაინა პოლიტიკოსების და მსოფლიოში გავლენების გადანაწილების „თამაშებს” შეეწირა და შედეგად მიღებულ ნგრევას კი, უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა.

„3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინა საშინელებაში ცხოვრობს. ამდენივე დრო გავიდა, რაც საქართველომ ბეწვის ხიდზე გაიარა და მშვიდობას ინარჩუნებს.

გამოჩნდა შესაძლებლობა, რომ ომი უკრაინაში დასრულდება და მსოფლიოც დამშვიდდება, მაგრამ კითხვა კითხვად რჩება, ვინ რა მიიღო და რისთვის ღირდა ეს ყველაფერი?

ფაქტია, რომ ამ „თამაშებს” შეეწირა უკრაინა, რასაც უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა.

ასევე, ეწირება თავად ევროკავშირის აქამდე ღირებული ფასეულობები, რამაც ცუდად „იცვალა ფერი”. შეირყა აშშ-ს პოლიტიკური რეპუტაცია, ტრამპის ადმინისტრაცია კი, გამოსავალს ეძებს.

რუსეთის მარცხის მოლოდინი არ გამართლდა და ნატო-ს მეტი საფიქრალი გაუჩნდა. მე-3 მსოფლიო ომის განცდით ცხოვრობს საზოგადოება.

ამ ურთულეს რეალობაში ყველაზე წინდახედული პოლიტიკა საქართველომ აწარმოა, რაც ყოველდღიურად დასტურდება.

როგორც ჩანს, ისტორიულმა გამოცდილებამ ამჯერადაც გადაგვარჩინა. მიღწეული წარმატება ხელიდან არ უნდა გავუშვათ!” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები