“ყველას კარგად გახსოვთ, როდესაც ვამბობდით, რომ უცხოური დაფინანსება არ გამოიყენება იმ მიზნებისათვის, რაც არის ოფიციალურად დეკლარირებული” – ქადაგიშვილი

“ყველას კარგად გახსოვთ ისტორია, როდესაც ვამბობდით, რომ უცხოური დაფინანსება არ გამოიყენება იმ მიზნებისათვის, რაც არის თითქოს და ოფიციალურად დეკლარირებული, სინამდვილეში არის ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ასევე, საჭიროა, მედიასტანდარტების დაცვის მექანიზმი არსებობდეს.

“დღეს, თვითონ წყარო ამ დაფინანსებისა ვინც იყო, ამერიკის შეერთებული შტატები, ძირითადად თვითონ იქ მოხდა ამ საკითხის ლუსტრაცია თავიდან ბოლომდე. იმისათვის, რომ სუვერენულმა სახელმწიფომ შეძლოს დაიცვას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი, დაიცვას დემოკრატია გარე უკანონო ჩარევებისგან, საჭირო არის ისეთი კანონმდებლობის მიღება, რომელიც ამას უზრუნველყოფს. ამ მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია ყველაზე უფრო ქმედითუნარიანი კანონმდებლობა.

მედიასთან დაკავშირებით ჩვენ სწორედ ყველაზე გამოცდილი, ტრადიციული კანონმდებლობა, ამ შემთხვევაში ბრიტანული კანონმდებლობა ავიღეთ.

მექანიზმი, რომელიც იყო მინდობილი თვითრეგულაციაზე, ამ მექანიზმმა ფაქტია, სახეზე გვაქვს ყველაფერი, რომ არ იმუშავა. აქედან გამომდინარე, ამიტომ არის საჭირო, რომ მექანიზმი მედიასტანდარტების დაცვისა არსებობდეს”, – განმარტავს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები