“გარკვეული ჩრდილოვანი ძალები, კონკრეტულად „დიფ სთეითი“ ჯერ კიდევ მძლავრობს და საჭიროა ეფექტიანი პრევენციის მექანიზმების არსებობა” – თორნიკე ჭეიშვილი
“გარკვეული გლობალური, ჩრდილოვანი ძალები, კონკრეტულად „დიფ სთეითი“ ჯერ კიდევ მძლავრობს და, რასაკვირველია, საჭიროა ეფექტიანი პრევენციის მექანიზმების არსებობა”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.
„გარკვეული გლობალური, ჩრდილოვანი ძალები, კონკრეტულად „დიფ სთეითი“ ჯერ კიდევ მძლავრობს და, რასაკვირველია, საჭიროა ეფექტიანი პრევენციის მექანიზმების არსებობა. მათ შორის, სამართლებრივ სივრცეში.
ერთ-ერთი მოტივი და ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო „ფარას“ ანალოგის გადმოტანას ქართულ სამართლებრივ ბაზაში, რა თქმა უნდა, არის მათ შორის სახელმწიფო ინტერესების დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი გარანტიების არსებობა“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, კანონპროექტი, რომელიც ამერიკული „ფარას“ ასლია, დღეს ბიუროზე დარეგისტრირდება.