“ბათუმის ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდითი სამუშაოები პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს” – არჩილ ჩიქოვანი
“ბათუმის ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდითი სამუშაოები პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამ ეტაპისთვის, ყველა ცენტრალური და არტერიული ქუჩა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს გაწმენდილია.
“გვაქვს რიგი გამოწვევები გზების სავალი ნაწილის წმენდის მიმართულებით – იმ ქუჩებზე, სადაც ქვაფენილის საფარია დაგებული ლიპყინულის წარმოქმნის შემთხვევები დაფიქსირდა.
სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება ღამის განმავლობაშიც”, – წერს ჩიქოვანი.