სამტრედიაში, დიდთოვლობის გამო, გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
სამტრედიაში მოსული უხვი თოვლის გამო, მუნიციპალიტეტის მერიამ გზების გაწმენდის პროცესი დილიდან დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს მერიის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ, რათა ტრანსპორტისა და მოქალაქეების გადაადგილება შეუფერხებლად გაგრძელდეს.