ქართული ლიტერატურის მუზეუმში ვიტოლდ გომბროვიჩის „ფერდიდურკეს” ქართულენოვანი ვერსია წარადგინეს
ქართული ლიტერატურის მუზეუმში მთარგმნელმა ქეთევან ქანთარიამ ვიტოლდ გომბროვიჩის „ფერდიდურკეს” ქართულენოვანი ვერსია წარადგინა.
თბილისში პოლონური ინსტიტუტის ინფორმაციით, შეხვედრისას, მან აღნიშნულ რომანზე ისაუბრა, რომელმაც თავისი ინოვაციური და ავანგარდული ხასიათით მოხიბლა ქალბატონი ქეთევანი. მან ასევე ქართულ ენაზე თარგმნასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და დამსწრე საზოგადოებას გომბროვიჩი გააცნო – თავისი მშფოთვარე ცხოვრებითა და ისტორიული ელემენტებით დახუნძლული ნამუშევრით.
პროექტის პარტნიორები არიან მთარგმნელების გამომცემლობა და პოლონური ინსტიტუტი თბილისში