მაკა ბოჭორიშვილი – ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენებზე: საუკეთესოდ გამოიყურება საქართველოს ნაკრები და პატარა ქვეყნისთვის ასეთი კარგი წარმოდგენა ნამდვილად საამაყოა

“დიდი წარმატება მსურს, ვუსურვო საქართველოს ნაკრებს. ნამდვილად შთამბეჭდავი იყო ის მონაწილეობა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და ვუსურვებ, რომ დიდ წარმატებას მიაღწიონ ოლიმპიურ თამაშებზე”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქართველ სპორტსმენებს წარმატება უსურვა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პატარა ქვეყნისთვის ასეთი ასპარეზობა საამაყოა.

“დიდი წარმატება მსურს, ვუსურვო საქართველოს ნაკრებს. ნამდვილად შთამბეჭდავი იყო ის მონაწილეობა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და ვუსურვებ, რომ დიდ წარმატებას მიაღწიონ ოლიმპიურ თამაშებზე. ნამდვილად საუკეთესოდ გამოიყურება საქართველოს ნაკრები და პატარა ქვეყნისთვის ასეთი კარგი წარმოდგენა ნამდვილად საამაყოა და ვუსურვებ წარმატებებს ჩვენს ნაკრებს”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები