პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 24 მაისს, მარნეულში, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევმა ბრალდებულმა უკანონოდ შეაღწია ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, თავს დაესხა დაზარალებულს, ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა მას, რის შემდეგაც ძვირფასი ნივთები გაიტაცა და მიიმალა.
“ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) წარედგინა.
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,”- წერია ინფორმაციაში.