ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: S&P Global-ის ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურის ზოგადი გაჯანსაღება და მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგები

„საკრედიტო სააგენტო S&P Global-ის ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურის ზოგადი გაჯანსაღება და მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგები”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ საკრედიტო სააგენტო S&P Global-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, საკრედიტო სააგენტო S&P Global-ის ანგარიშში ხაზგასმულია ქვეყნის მაღალი ეკონომიკური ზრდა, დაბალი ინფლაცია, ფისკალური პარამეტრების, როგორიც არის მთავრობის ვალი და დეფიციტი დაბალ, ჯანსაღ დონეზე შენარჩუნება, ასევე, მონეტარული პოლიტიკისა და გაზრდილი რეზერვების როლი.

„ანგარიშში, ასევე აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურის ზოგადი გაჯანსაღება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კლებადი ტენდენციები, ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მაკროეკონომიკური ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა არის ჯანსაღი და მდგრადი მიმდინარე რეგიონულ კონტექსტში. გასათვალისწინებელია, რომ სუვერენული რეიტინგი და საკრედიტო სარეიტინგო კომპანიების შეფასებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტორთა ნდობისთვის, საინვესტიციო გარემოს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ეკონომიკის განვითარების ზოგადი პოლიტიკის მიმართულებით”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები