გორში გიდების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გორში გიდების საერთაშორისო დღე აღინიშნა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მუზეუმებსა და გიდებს პროფესიული თარიღი მიულოცეს და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალზე და გიდების როლის მნიშვნელობაზე ტურიზმის განვითარებაში.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით მოეწყო.
გიდების საერთაშორისო დღე 1985 წლიდან მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში აღინიშნება”,- წერია ინფორმაციაში.