ირაკლი ქადაგიშვილი: ქართველი ხალხი მიხვდა სად არის სინამდვილეში საქართველოს რეალური ინტერესები და სად არის კრავის ქურქს უკან დამალული მგელი

“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ქადაგიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის, ლორა თორნტონის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მომიტინგეებმა საქართველოში პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში უნდა გადაიყვანონ.

„სისხლი დაიღვაროს სხვა მოთხოვნებია, მაგალითად, რომ ნაგავში ჩავახრჩოთ ხალხი და ამით პროტესტის მუხტი გამოვიწვიოთ, სოციალურად გავაღარიბოთ და ა.შ. მოკლედ, მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება კარგია. მით უმეტეს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ლორა თორნტონისთვის და მისი ინსტიტუტისთვის არავის არ ჩაუბარებია. მთავარია, რომ თავის მიზანს მიაღწიონ, ამიტომ ქართველმა ხალხმა ეს ყველაფერი დაინახა, გაიგო და მიხვდა სად არის სინამდვილეში საქართველოს რეალური ინტერესები და სად არის კრავის ქურქს უკან დამალული მგელი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები