ვლადიმერ ბოჟაძე ლორა თორნტონის განცხადებაზე: კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ ეს იყო მაშინაც და ახლაც მიზანმიმართული ქმედება, რომ მაქსიმალურად დააზიანონ ჩვენი ქვეყანა

“ქართული ოცნების” წევრი ვლადიმერ ბოჟაძე მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის, ლორა თორნტონის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მომიტინგეებმა საქართველოში პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში უნდა გადაიყვანონ.

“კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ ეს იყო მაშინაც და ახლაც მიზანმიმართული ქმედება, რომ მაქსიმალურად დააზიანონ ჩვენი ქვეყანა, მაქსიმალურად დიდი ზიანი მიაყენონ ჩვენს ეკონომიკას. ამ გეგმის ნაწილი იყო თავის დროზე, ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვის მცდელობა, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციისთვის მიეყენებინათ ზიანი, იგივე იყო რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი აქციები. როცა ასე ღია და ნათელია დავალებები, ასევე ღია და ნათელია, ვის ინტერესებს ემსახურება რადიკალური ოპოზიცია“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები